“მამუკა ხაზარაძეს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე, _ წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სააკაშვილის თქმით, “ამოცანა რეკეტირებისგან ბიზნესის და საზოგადოების გათავისუფლებაა”.
„თურმე კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა „განკულაკება” ყოფილა და არა ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები. მინდა მათ ვუთხრა, ვინც ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს – იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის საფრთხეზე თვალები დავხუჭეთ. ერთი ყაჩაღით მეორეს ჩანაცვლება, არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. ამოცანა ყაჩაღების მოშორება და მტაცებლებისგან და რეკეტირებისგან ბიზნესის და საზოგადოების გათავისუფლებაა”, _ წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.