იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს.
ჩვენი წყაროს თქმით, “ქართული ოცნების” მთავრობის ყველაზე სტაჟიანი მინისტრის გადაგომის შესახებ განცხადებას დღეს ან ხვალ გააკეთებს.
“მისი წასვლა გადაწყვეტილია. დღეს, მაქსიმუმ ხვალ გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს,” _ ამბობს ჩვენი წყარო.
ამ დროისთვის უცნობია რატომ მიდის სახლში წულუკიანი, რომელის გადადგომის შესახებ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაცია საპარალმენტო უმრავლესობის წევრებმა არ დაადასტურეს.
ცნობილი მხოლოდ ის, რომ მისი წასვლა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ გადაწყდა.