პარტია „საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე შეკრება და პირჯვრის გადაწერა საკმარისი არ არის და საჭიროა ქმედითი ნაბიჯები.
„დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს და ქართულ ოჯახებს. ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ შეკრება, პირჯვრის გადაწერა და სანთლის დანთება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. ქართულ ოჯახებს ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებათ, მაშინ, როცა ჩვენ ფასეულობებსა და ღირებულებებზე ვსაუბრობთ“, _ აღნიშნავს კერესელიძე.


































































