პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის რიგით მეხუთე მოხსენების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანა პრეზიდენტზე იერიშის მიტანაა. ამასთან, როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ისეთი ადამიანისთვის, როგორიც მარგველაშვილია, პოლიტიკაში ყოფნა ძალიან რთული და მძიმეა.
,,ეს სცენარი ცნობილი და დაანონსებული იყო. ხელისუფლებას ისეთი პროგრამა აქვს, რომ ბოლოჯერ ჩააზილოს წიხლი პრეზიდენტს, რაც არა ერთხელ გაუკეთებიათ. პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და ის კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის პოლიტიკა ძალიან მძიმე საქმეა. პოლიტიკაში რკინის ნერვებია საჭირო და მოხარული ვარ, რომ ის მალე გათავისუფლდება. ამ საშინელებაში ისეთი ადამიანის ყოფნა, როგორიც მარგველაშვილია, ძალიან მძიმეა. როდესაც წიხლის ჩაზელა გინდა ვინმესთვის, გირჩევნია, რომ დაკავებული იყოს, მითუმეტეს, მაშინ თუ წესები ამის საშუალებას გაძლევს. როცა ვიღაცას ურტყამ, სჯობს, შენს მეგობრებს ის გაკოჭილი ჰყავდეთ. აი, ამ სურათს ვხედავთ დღეს პარლამენტში“, _განაცხადა ხუხაშვილმა.


































































