არტხელოვნების ფაკულტეტის 22 წლის სტუდენტმა გოგონამ, ლონდონში “ფერარი” მოქსოვა.
ამისთვის მას 10 თვე და 19 კილომეტრი ძაფი დასჭირდა. “ფერარი” მისი ბუნებრივი ზომისაა და ფერიც, რა თქმა უნდა, წითელია. მისი ყველა დეტალი ძაფისგანაა მოქსოვილი და მის შექმნაში სხვა არანაირი მასალა არაა გამოყენებული.
ნამუშევარი გამოფენა-გაყიდვაზე იყო გატანილი, მან დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია, მყიდველი კი, სამწუხაროდ, არ გამოჩენია.