ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ორსართულიანი სახლი დაიწვა.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მარინა ლაგვილავას თქმით, სახლში მოხუცი ქალბატონი ცხოვრობდა. ამასთან, როგორც ლაგვილავა განმარტავს, დაზარალებულს ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.