ბაიდენის პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტის განხილვისას ლუკაშენკომ 17 თებერვლას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი უნდა ეწვიოს ბელორუსიას, სადაც ლუკაშენკომ თქვა, რომ ის “მზადაა ამისთვის” , რათა უკრაინაში ომის დასრულება განიხილოს.
„პუტინიც კი ჩამოფრინდება მინსკში და ჩვენ სამივე შევხვდებით აქ: ორი „აგრესორი“ და „მშვიდობისმოყვარე“ პრეზიდენტი“, – თქვა ლუკაშენკომ.
მეორე დღეს კი ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთში ჩაფრინდა და პუტინთან უცნაური დიალოგი ჰქონდა.
„გმადლობთ, რომ დათანხმდით მოსვლაზე“, – თქვა პუტინმა სატელევიზიო განცხადებაში. “როგორ არ დავთანხმდი?” – უპასუხა ლუკაშენკომ.
რუსეთის პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ მის პრესკონფერენციას უყურა, რაზედაც ლუკაშენკომ ჰკითხა: “ხომ არ გეწყინათ?”.
პუტინმა დაარწმუნა, რომ ასე არ ყოფილა.
“არა, ხომ იცი, ჩვენ ვიზიარებთ პოზიციასა და მიდგომებს”. – თქვა პუტინმა.
ავტორი