იაპონელი ფერმერების ექსპერიმენტები ხილის და ბოსტნეულების ფორმებთან დაკავშირებით ყველასათვისაა ცნობილი.
მარტო გულის ფორმის საზამთრო რად ღირს.
სულ ცოტა ხნის წინ მათ წარმოგვიდგინეს ძალიან უჩვეულო ხუთკუთხედი ფორთოხლები.
ამ ორიგინალური ფორმის ხილის პირველი პარტია სტუდენტებს დაურიგეს, წინასაგამოცდოდ, როგორც თილისმები.
ხილი ძალიან პოპულარული გახდა თავისი ორიგინალური ფორმის გამო.