“ხვალ 15:00 საათზე ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე – მარჯანიშვილის მეტრო, სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტრო, სადაც დავიძვრებით მსვლელობით და კიდევ ერთხელ გავაგონებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ჩვენს ხმას, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ რეალობას და ბრძოლა იქნება ქართველი ხალხის გამარჯვებამდე,” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ.
“ხვალ სამ საათზე, ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციის მხარდამჭერები ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე – მარჯანიშვილის მეტრო, სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტრო, საიდანაც მსვლელობით დავიძვრებით და გადავინაცვლებთ სხვა ლოკაციებისკენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ვიყოთ ძალიან ბევრნი, ძალიან მტკიცეები, რადგან ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ არცერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ დაღლას, დანებებაა და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მხარდამჭერებმა გაიგონ ჩვენი ხმა, რომ არცერთი ჩვენგანი არ აპირებს არსებული რეალობისთვის შეგუებას, რომ ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ ივანიშვილს უკან დახევა და სანამ არ დადგება ქართველი ხალხის გამარჯვება,” – განაცხადა იგორ ნარმანიამ.