პსჟ-ს თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერთან“ შეხვედრა, სავარაუდოდ, ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო დატოვა.
„პარიზისთვის კოშმარი გრძელდება. სანამ ლუის ენრიკე უკვე გადავსებული ლაზარეთის გამო შემადგენლობაში ლავირებას ცდილობდა, „ოსერთან“ მატჩის დროს კიდევ ორი ლიდერი დაკარგა. პარიზელთა დანაკლისი დრამატულია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ დაპირისპირება ელით.
ვიტინიამ 32-ე წუთზე შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა 35-ე წუთზე იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.




































































