ცოტა ხნის წინ მსახიობი კიანუ რივზი მისთვის უცნობი წყვილის ქორწილში აღმოჩნდა.
„მატრიცის“ ვარსკვლავი ბრიტანეთში, ნორტჰემპტონშირში „ფორმულა 1“-ის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებებზე ჩავიდა. მსახიობი ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდა, სადაც ადგილობრივი წყვილის – 35 წლის ჯეიმსისა და 34 წლის ნიკი როუდნაითების ქორწილს აღნიშნავდნენ.
ჯეიმსმა რივზი სასტუმროს ბარში შენიშნა და წვეულებაზე დაპატიჟა. მოგვიანებით მსახიობი მართლაც მივიდა ქორწილში.
„ვერ ვიჯერებდი, რომ ეს კიანუ რივზი იყო. ძალიან სასიამოვნო ადამიანია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკიმ.
ავტორი