ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ლუკა კიკვაძე ტფილისის უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
როგორც ლუკამ გვითხრა, კმაყოფილია, თუმცა, შედეგების გამოქვეყნებამდე ძალიან ნერვიულობდა.
“სანამ შედეგები გამოქვეყნდებოდა, ძალიან ვნერვიულობდი. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. მინდა შრომა გავაგრძელო და ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო.