“ყველანი გავერთობით, ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
„მოლოდინი არის ის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, ყველანი გავერთობით. კინო ახლა იწყება. პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ ყველა მოვახერხებთ საარჩევნოს სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხმება,“ – განაცხადა კალაძემ.