საქართველოში 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩების განცხადებას სოციალურ ქსელ „თვითერში“ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმაურება.
„სრულყოფილი ნათქვამია. უმნიშნელოვანესია, რომ შეთანხმება შესრულდეს და პროცესები გაგრძელდეს”, – წერს კინზინგერი.
ფასილიტატორი ელჩები მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.