“ნაციონალური მოძრაობის” წევრები სააპელაციო სასამართლოს მიერ ძმები წულუკიძეების და ელდარ ანთაძის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.
„კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა სპორტსმენი, პატრიოტი ადამიანების, ძმები წულუკიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი. ეს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო კარგად იცის საზოგადოებამ. მაშინ, როდესაც ხელისუფლების ბერკეტები, რომელშიც არიან დღეს კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლები მამა-შვილი რიჟვაძეები, რომელიც ერთი მთავრობის თავმჯდომარეა და მეორე პოლიციის მაღალჩინოსანი, ეცდებოდნენ ამ ადამიანების მოსყიდვას და თანაც ბიუჯეტის ფულით, ამხილეს ამ ადამიანებმა და ამის შემდეგ დაიწყო მათი დევნა, კლანურმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი და დატოვა პატიმრობაში, როგორც ჩანს ხელისუფლება არ აპირებს და არ ეგუება იმ რეალობას,_ განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, ძმებ წულუკიძეებსა და ელდარ ანთაძეს არეულობის ორგანიზებასა და ძალადობაში სდებდნენ ბრალს. ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები შსს-მ 2021 წლის 15 აპრილს, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავა. პოლიცია მათ ჯგუფურ ძალადობას ედავება.