ასეთი ფორმით მუშაობით დავამთავრებ ნევროზით – ამ რეპლიკით პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო სესიის დარბაზში არსებული ხმაურის გამო დეპუტატებს მიმართა.
ირაკლი კობახიძემ კანონმდებლებს მოუწოდა, რომ ან შეეწყვიტათ დარბაზში პირადი საუბრები და განხილვა, ან დაეტოვებინათ დარბაზი.
„ასეთი ფორმით მუშაობით დავამთავრებ ნევროზით უკვე ამ სესიას. ამიტომ გთხოვთ სიჩუმე დაიცვათ.
ვისაც სურს საუბარი, შეუძლია გარეთ ისაუბრონ. ასე ვიმუშაოთ, ვისაც სურს საუბარი გარეთ ისაუბრონ,“-მიმართა კობახიძემ დეპუტატებს.