ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა კომიტეტს „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი) N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება” გააცნო. რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, სესხის დახურვის და პროექტის დასრულების ვადა გრძელდება.
სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა) N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება” წარადგინა. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი ტენდერის ჩაშლამ და ტექნიკური დავალებების ნაწილის შეუსრულებლობამ პროექტის დასრულების ვადის გახანგრძლივება განაპირობა. წარმოდგენილი წერილ-შეთანხმების თანახმად, პროექტის დასრულება 2025 წლის 31 აგვისტოს ნაცვლად 2028 წლის 31 მაისს იგეგმება.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

































































