ბათუმში დასრულდა ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის პოეზიის კონკურსი, „ზღვაური“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყოველ წელს იმართება.
გამარჯვებულებს შორის, სხვებთან ერთად, ორი ოზურგეთელი მოსწავლე გამოვლინდა, რომლებიც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
ნუკა შარაძე მეათეკლასელია, ნიკოლოზ შაფაქიძე კი მეთერთმეტე კლასში სწავლობს და მის ლექსებს უკვე კარგად იცნობენ პოეზიის მოყვარულები, თანატოლები.
ახლახან ოზურგეთში დედა-შვილის _ მაია ღლონტისა და ნიკა შაფაქიძის პოეზიის საღამო ჩატარდა.
გამარჯვებულებს გადასცეს ფასიანი საჩუქრები.
ნუკა შარაძე და ნიკა შაფაქიძე გურიის ახალგაზრდულ გაზეთთან _ „21-ს ქვევით“, ხშირად თანამშრომლობენ, უფრო მეტიც, ნუკა ჟურნალისტობაზე ოცნებობს და სურს, ახალი სიტყვა თქვას ქართულ პუბლიცისტიკაში.
ვულოცავთ ამ გამარჯვებას ნიჭიერ მოსწავლეებს და ვუსურვებთ ახალ წარმატებებს.