https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ბედნიერება ერთ წუთს გრძელდება“

9:06; 17.06.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ მოგონებებში სამი ცნობილი ქართველი ხელოვანი მსურს, გავიხსენო. მათი სახელი ნებისმიერი ჩვენი თანამემამულისთვის მეტად ახლობელია, მათ ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, მათი პიროვნებებით თითოეული ქართველი დღემდე განსაკუთრებით ამაყობს.

ნება მომეცით, თავდაპირველად ბატონი თენგიზ აბულაძე მოვიგონო. თავის დროზე ბატონი გიგა ლორთქიფანიძე მხატვრული სურათის „მონანიება“ შექმნის რთულ პროცესს შემდეგნაირად იხსენებდა.

„მონანიება” უბრწყინვალესი ფილმია, მაგრამ მის ასეთ წარმატებაში კონიუნქტურამაც ითამაშა როლი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, ამის გაბედვა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო. მე მახსოვს ის ამბავი, როდესაც თენგიზმა „მონანიების” სცენარი ედუარდ შევარდნაძეს მისცა წასაკითხად. ჩვენ განებივრებულები ვიყავით, რომ ედუარდი პასუხს ორ-სამ დღეში გვაძლევდა, როცა რაღაცის გადარჩენა იყო საჭირო, ან ფული გვჭირდებოდა რამის გასაკეთებლად.

გავიდა ორი თვე და პასუხი არ ისმის. თენგიზმა რეზო ჩხეიძეს უთხრა, მე მგონი, ედუარდს უჭირს გადაწყვეტა, შეუძლებელია, ამ ფილმის გადაღება და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთ. ვეტყვი, რომ მე სხვა თემაც მაქვსო. რეზო დაეთანხმა. დაურეკა მთავრობის ტელეფონით და გადასცა თენგიზის ნათქვამი. მან მეორე დღესვე დაგვიბარა და იქ უთხრა ედუარდმა – მე წავიკითხე, ეს გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს, არც კინოკომიტეტი, არც ტელევიზია. ამიტომ, ასეთი რამ მოვიფიქრე, აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ, მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთო.

„მონანიების” ბედი შევარდნაძემ გადაწყვიტა. ამიტომ, თენგიზს თავი მოვალედ მიაჩნდა, მხარში ამოდგომოდა ედუარდს. უკვე ავადმყოფი, ძალიან გამხდარი და შეცვლილი მოდიოდა პარლამენტის სხდომებზე, ბოლომდე იჯდა და ამით გამოხატავდა მადლიერებას შევარდნაძის მიმართ. ხშირად ამბობენ, თენგიზის ფილმები სხვისას ჰგავსო. არაფერს რომ არ ჰგავს, იმან იკითხოს, თორემ კარგს უნდა ჰგავდეს, აბა, რა? თენგიზი ხომ ყველაფრით ინტერესდებოდა და შეუძლებელია, რამეს გავლენა არ მოეხდინა მასზე… მე შევსულვარ თენგიზის გადაღებაზე. ის არ იყო მკაცრი, მაგრამ საოცარი წესრიგი სუფევდა იქ. რაც ჩვენ ნერვების გლეჯვის, ყვირილის ფასად გვიჯდებოდა, ის ამას სიმშვიდით აღწევდა. ბევრი მსახიობი გიჟდება მასზე, თუნდაც ოთარ მეღვინეთუხუცესი… „ნატვრის ხე” შედევრია, მხატვრული აზროვნების თვალსაზრისით საოცრებაა. ეს დამაგვირგვინებელი ფილმია“.

ბატონი თენგიზის შემდეგ ქალბატონ სოფიკო ჭიაურელს გავიხსენებ. ცოტა ხნის წინ ხელში მისი მოგონებები ჩამივარდა და მკითხველის წინაშე ამ ნაშრომის რამდენიმე ნაწყვეტს გამოვიტან.

„21 მაისს გავჩნდი, ელენობას, ამიტომაც დედას უნდოდა ჩემთვის ელენე დაერქმია. მამა ჩამოვიდა და თქვა, – რა ელენე, რის ელენე, დედაჩემის სახელი, სოფიო უნდა დავარქვათო. იყო ერთი ბჭობა და ბაასი. ამასობაში, ერთი თვის გავხდი და სახელი ისევ არ მერქვა. ბოლოს მამამ დაწერა ქაღალდზე „ელენე“ და „სოფიო“, ჩაყარეს ქუდში და ჩამაყოფინეს ხელი. ამომყვა „სოფიო“. მგონი, ერთადერთი პიროვნება ვარ და გინესის წიგნში შესატანი, რომ თვითონ დავირქვი სახელი ერთი თვის ასაკში.

მეშინოდა, დედას არ დავმსგავსებოდი... ვერიკო ანჯაფარიძე ისეთი მკაფიო ინდივიდუალურობაა, რომლის გამეორება არ შეიძლება. ესაც არ იყოს, ხელოვნებაში საკუთარი სახის პოვნაა მთავარი. დედასთან მსგავსების შიშით, ზოგჯერ, მეორე უკიდურესობაში ვვარდებოდი. როლზე მუშაობისას რაღაცას მივაგნებდი, ვიცოდი, რომ ის ნამდვილად ჩემი იყო. მაგრამ მაინც უარს ვამბობდი, რადგან მეჩვენებოდა, რომ რაღაცით ვერიკოსეულს ჰგავდა. გვიან მივხვდი, რომ ეს უკვე მეტისმეტი იყო. გენეტიკას ვერსად გაექცევი.

დედა რომ გარდაიცვალა, ალისა ფრეინდლიხმა მითხრა: ახლა ყოველდღე აღმოაჩენ შენში რაღაც ვერიკოსეულსო. მართლაც ასეა. დედა თვლიდა, რომ თეატრში მსახიობს აუცილებლად სჭირდება „თავისი რეჟისორი“, რომელსაც ის ბოლომდე ირწმუნებს, დაუჯერებს, გაჰყვება. მოკლედ, ისეთი, როგორიც მისთვის მარჯანიშვილი იყო. უამისოდ მას შეუძლებლად მიაჩნდა მსახიობის ნიჭის სრულყოფილი გამოვლენა. დედა სულ მსაყვედურობდა, რომ თეატრში ბოლომდე არ ვიხარჯებოდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანის სისხლსავსე ყოველდღიურობით ვცხოვრობდი და არა მისნაირი ფანატიკოსის ცხოვრებით.

დედა ძალიან მკაცრი იყო ჩემ მიმართ, სიტყვაძუნწი. ახალი როლის თამაშის შემდეგ ყველაზე მეტად მისი მეშინოდა, მას ხომ ვერაფერს გამოაპარებდი. თითქოს საგანგებო ინტერესს არც იჩენდა ჩემი შემოქმედების მიმართ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ვიპოვე რამდენიმე საქაღალდე, სადაც, თურმე, ჩემს შესახებ გამოქვეყნებულ რეცენზიებსა და სტატიებს ინახავდა. მაშინ, ცოტა არ იყოს, შემრცხვა… მორცხვი არ ვყოფილვარ, უბრალოდ, არასდროს წამიკითხავს ლექსი, როცა ამას მშობლები ან სტუმრები მთხოვდნენ. ასე რომ, მორცხვი არ მეთქმოდა, პირიქით, ყაჩაღანა ვიყავი. პირველობა მიყვარდა. ვთამაშობდი ფეხბურთს, ველოსიპედით დავქროდი, კარგად ვცურავდი, მინდოდა ყველაზე უკეთესი ვყოფილიყავი, ყველაზე შორს გამეცურა, ხევსურეთი, ფშავი ცხენით მაქვს შემოვლილი, თავაწყვეტილი დავაჭენებდი ცხენს.

ჩემ წინაშე არასოდეს არ მდგარა აუცილებლობა, რომ მე, ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის შვილი, მაინცდამაინც მსახიობი უნდა ვყოფილიყავი. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ექიმობაზე ვოცნებობდი ძალიან. ქირურგობა მინდოდა და დარწმუნებული ვარ, მართლა რომ ამხდენოდა ეს ოცნება, არც ისე ურიგო ქირურგი გამოვიდოდა ჩემგან. მაგრამ, მე მგონი, არ შევმცდარვარ და არც ვნანობ ჩემს არჩევანს.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა. მაშინ ვიფიქრე, ღმერთისტოლა ვარ-მეთქი. ჩემზე იყო დამოკიდებული პატარა არსების სიცოცხლე. ბევრი ბედნიერი წუთი არსებობს ცხოვრებაში, მაგრამ ამას არც ერთი არ შეედრება. მარკესის ნათქვამია: ბედნიერება ერთი წუთით გრძელდება, ამას იგებ, როცა ის ქრებაო. ჩემი აზრით, ნამდვილი ბედნიერება სიყვარულთან ერთად კვდება. სიყვარული მარტო ქალისა და მამაკაცის გრძნობა არ გახლავთ, ეს შვილის, სამშობლოს სიყვარულია… თვითონ სიყვარული რა არის? ეს არის სურვილი; იცხოვრო და ეს სურვილი მხოლოდ შენთან ერთად შეიძლება გაქრეს“.

დღევანდელი მოგონებების დასასრულს კი სიტყვას ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს გადავცემ.

„დათა თუთაშხია“… ამ რომანის წერას ათი წელიწადი მოვანდომე. სწრაფად წერა არ მეხერხება. ვწერ ნელა და ძნელად. ამდენივე მოვანდომე „გორა მბორგალსა“ და „გიორგი ბრწყინვალეს“. საიდან წამოვიდა იდეა? ჩემი ზრდასრული ცხოვრება ისე აეწყო, რომ ეგოიზმის, ძალადობის, უხამსობისა და ათასგვარი სულიერი სიმახინჯის მოწმედ ყოფნა მომიხდა. არ გეგონოთ, ეს ჩემი პატიმრობის შედეგია, არა! როცა დავბრუნდი და უცხოურ თუ საბჭოთა ლიტერატურაში უფრო ღრმად ჩახედვა მოვახერხე, დავინახე საოცარი მიდრეკილება რიგი ავტორებისა, ეხატათ სწორედ ისეთი ზნეობრივი მონაცემების ადამიანები, მოვლენები და ცხოვრება, რამაც ჩემში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. სანთლად რომ გეძებნათ, დადებით გმირს ვერც ერთ მწერალს ვერ აღმოუჩენდით (მე ღირსეულ ლიტერატურას ვგულისხმობ და არა კონიუნქტურულს). ამას გარდა, ქართულ საზოგადოებრივ ყოფიერებას რომ დავაკვირდი, აუცილებელ საჭიროებად მივიჩნიე დადებითი, მისაბაძი გმირი შემეთხზა.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ „დათა თუთაშხია“ პატიმრობა-გაქცევის, კვლავ, პატიმრობა-გაქცევის პერიოდში მეწვია და, უკვე შინ დაბრუნებულს დამაწერინა თავისი თავი. მთავარი სირთულე მაინც მატერიალური გასაჭირი იყო. იძულებული შევიქენი, პატიმრობაში შეძენილი ხელობები გამომეყენებინა და ამით მერჩინა თავი. სიძნელე მდგომარეობდა იმაშიც, რომ წერის ჩვევა, სტილი, კომპოზიციის პრინციპები იყო შესამუშავებელი. ამ საჭიროებამ მოთხრობების ორი კრებული დამაწერინა და რომანს ამის შემდეგ მოვკიდე ხელი. მთავარი სირთულეები და წინააღმდეგობები დაიწყო მაშინ, როცა ცენზურამ „დათა თუთაშხია“ უშიშროებას გადაუგზავნა. მივიტანე უშველებელი დასტა მანქანაზე ნაბეჭდი რომანისა ჟურნალ „ცისკარში“ და მის მთავარ რედაქტორს, ჯანსუღ ჩარკვიანს დავუდე მაგიდაზე, სიტყვიერი ტექსტით: „ჯანსუღ, ძმაო, წაიკითხავ და იმას მაინც მეტყვით, კარგია თუ არა ეს ამოდენა ნაწვალებ-ნაწარმოები ნაფოლიანტები და დამაიმედებთ, რომ 15-20 წლის მერე ეღირსება დღის სინათლე!“ წაიკითხეს. ათიოდე თვის თავზე მისულს გამომიცხადა: „შენსავით რომ გამაციმბირონ, ამას მაინც დავბეჭდავ!“ ამსიგრძე ნაწარმოებიდან მხოლოდ ერთი აბზაცი ამომიღეს. ციხის წაგრძელებული ნაჭრიდან დაიწყო ბეჭდვა და პირველი ნაჭრის გამოქვეყნებისთანავე მოხდა წიგნის ცენზურიდან უშიშროებაში გადაგზავნა.

რედაქციამ, ცენზურასთან რთული ურთიერთობების მიუხედავად, ბეჭდვა განაგრძო. მის წიგნად გამოცემას კი ტაბუ დაედო, რადგან იმ დროს რამდენიმე კრიტიკოსმა წიგნს „ანტირუსული და ანტისაბჭოთა რომანი” შეარქვა. შევარდნაძემ ბიუროზე გაიტანა საკითხი ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორის მუშაობის შესახებ. ბიუროს დადგენილებაში რედაქციის მუშაობა დადებითად შეფასდა. გამოქვეყნებული მასალების ჩამონათვალთა სიაში რომანი „დათა თუთაშხიაც“ იყო მოხსენიებული. ხმა ჩაიკმიდეს მაგინებლებმა. უნდა მოგახსენოთ, რომ მწერალთა კავშირის წევრი და რამდენიმე დადებითი რეცენზიით აღნიშნული მწერალი მანამდეც გახლდით, მაგრამ, აქვე უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ რომანის საყოველთაო აღიარებამ, ალექსანდრე ყაზბეგისა და მიხეილ შოლოხოვის გვერდით დაყენებამ, დიდი პოპულარობა მომიტანა. განსაკუთრებით კი იმან, რომ, მათ მსგავსად, რომანის მოპარვა დამდეს ბრალად. ოღონდ, მათგან განსხვავებით, „დათა თუთაშხიას“ ნამდვილ ავტორად ჭაბუა ამირეჯიბის მეტი ვერავინ დასახელდა. ამის გამო ლამის მადლობაც მოვახსენო ჭორიკნებს…”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

ქართლოს კასრაძე და რუსის „ნაშა“

ყველაზე „ახალგაზრდა“ რობოტი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო