გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში ინფიცირების 2375 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2119 ადამიანი, გარდაცვლილია 23.