ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსზე 257 პაციენტი მკურნალობს.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ქვეყანაში დადასტურებული 6 ახალი შემთხვევიდან 3 არის ბოლნისის წყარო, 3 არის ზუგდიდში დადასტურებულთან კონტაქტის შემთხვევა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.