ლანჩხუთში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ მამათის მცხოვრებია.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი 45 წლამდე ასაკის ქალია.
„ კორონავირუსით ინფიცირება 25 მაისს დაუდასტურდა. სამკურნალოდ ბათუმში იყო გადაყვანილი. მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 11 ივნისს კი დაფიქსირდა გარდაცვალება“,_ ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 37 ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ინფიცირების 1 შემთხვევა დაფიქსირდა.