საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.