დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა კოვიდ-19-თან დაკავშირებით 2020-2022 წლების ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 1-ელი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა.
მონაცემების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში – 1.4% შეადგინა.
გარდა ამისა ანგარიშში, აღნიშნულია, რომ სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა. გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები.