ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევები უკვე ყველა სოფელში ფიქსირდება და კორონავირუსმა მთელი მუნიციპალიტეტი მოიცვა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
გასულ 24 საათში ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა შემდეგ სოფლებში: შუა ფარცხმა, ზემო ფარცხმა, ამაღლება, ქვაბღა, ნაბეღლავი, დაბლაციხე, გორა და გუთური.
ამ დროისთვის ჩოხატაურში გამოვლენილია ინფიცირების 557 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 300-ზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილია 4.