გურიაში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ლანჩხუთის მაცხოვრებელი ასაკოვანი ქალია.
მომხდართან დაკავშირებით ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.
„თავიდანვე მძიმე მდგომარეობაში იყო. კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. სამწუხაროდ გარდაიცვალა“,_ გვითხრა ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით 7 ადამიანია გარდაცვლილი.