ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ლანჩხუთში კორონავირუსის დადასტურების 4805 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 4240 პაციენტი, გარდაიცვალა 60. ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 505 შემთხვევა.