კუბაში კასტროს ერა სრულდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რაულ კასტრომ დაადასტურა, რომ კუბის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას კონგრესზე ახალგაზრდა თაობას გადასცემს, რის შედეგადაც რაულის და მისი უფროსი ძმის, ფიდელის მმართველობა სრულდება, რომელიც ექვსი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა.
ოთხდღიანი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას 89 წლის კატრომ თქვა, რომ ახალი ხელმძღვანელობა პარტიის ერთგულები არიან, რომლებსაც ათწლეულების გამოცდილება აქვთ და ისინი “სავსე არიან ვნებით და ანტიიმპერიალისტური სულისკვეთებით”.