ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ადამიანის სიცოცხლის გაუფრხილებლობით მოსპობის მუხლით ჩადენილ ქმედებაში. ქუთაისის №2 სამშობიაროს მთავარი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დამნაშავედ ცნო, სასჯელის ზომად კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ის სასამართლო დარბაზში დააკვეს.
,,გურია ნიუსთა“ საუბრისას გარდაცვილილის დედამ ალა მატინოვამ, განაცხადა რომ აღნიშნულ დღეს 5 წელია ელოდება და როგორც იქნა, დამნაშავე დაისაჯა.
,,ამ დღეს 5 წელია ველოდები, რაც ჩემი 22 წლის შვილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, რომლის მიზეზი მთავარი ექიმის ირაკლი მერკვილაძის უყურადღებობა გახდა. როგორც იქნა, დამნაშავე დაისაჯა“, – თქვა ალა მატინოვამ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 25 იანვარს, საკეისრო კვეთის შემდეგ 22 წლის ვიოლეტა მატინოვა(ნიკოლეიშვილი) გარდაიცვალა. საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძემ 7 იანვარს ჩაუტარა, რომლის შემდგომ გარდაცვლილს ენდომეტრიტი, შემდგომ კი სეფსისი განუვითარდა.