კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი_,,ქართული ოცნების“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა ,,გურია ნიუსისთვის“ ცნობილია. ამ ეტაპზე, გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს და გასაკვირი არ იქნება თუ ახალ სახეებს სამეცნიერო წრეებიდანაც ვიხილავთ.
,,გურია ნიუსის“ ცნობილი ხდება, რომ მმართველი გუნდი ინტენსიურად ,,ქართული ოცენება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე მსჯელობს.
მმართველი გუნდის წევრები ივანიშვილზე უკეთეს საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯერჯერობით, ვერ ასახელებენ, თუმცა უცნობია, შეძლებენ თუ არა ,,ოცნების“ წევრები ივანიშვილის დაყოლიებას. როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, შეთანხმება მიღწეული არ არის.
დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება, თუმცა დამოუკიდებელ დეპუტატს მმართველი გუნდი რომ პრეზიდენტის პოსტზე მოიაზრებდა, ,,გურია ნიუსთან“ არა ერთმა დეპუტატმა დაადასტურა.
რაც შეეხება თავად კახა კალაძეს, მას მმართველი გუნდი თბილისის ყველაზე წარმატებულ მერად მოიაზრებს. ,,ქართული ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ის ისეთივე წარმატებული პრეზიდენტი იქნება, როგორიც მერიც არის.
,,ქართული ოცნების“ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ მმართველი გუნდის წარმომადგენელს, კარლო კოპალიანს ესაუბრა.
-ჩვენი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, ბოლო უახლესი ისტორიის შემოქმედი გახლავთ, გამომდინარე აქედან, მივესალმები და უკეთესიც არ შეიძლება ითქვას ბატონი ბიძინა თუ იქნება ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი.
_როგორ ფიქრობთ, თავად ივანიშვილს რამდენად სურს გაპრეზიდენტება?
_ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ უნდა პრეზიდენტობა და არც ზედმეტი სახელმწიფო თანამდებობები. ჩვენ გვახსოვს პრემიერმინისტრი იყო და გადადგა. რომ ნდომოდა არ გადადგებოდა და ვერც ვერავინ გადააყენებდა.
_ბატონო კარლო, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში.დაბრუნება ხომ არ უკავშირდება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს?
_ძალიან კარგი, რომ დაბრუნდა იმიტომ, რომ საჭირო იყო. ყველა ცალ-ცალკე ექაჩებოდა და ბოლო-ბოლო ბავშვს რომ გაგლეჯენ აი, ასეთ სიტუაციაში იყო,, ქართული ოცნება“. დაბრუნდა ეს კაცი, შეიძლება, არც ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ მოვიდა იმიტომ, რომ საჭირო გახდა. თუ საჭირო გახდება ქვეყნისათვის, რა თქმა უნდა, ბატონო ბიძინა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდმინარე აუცილებლად იყრის კენჭს. ეს მისი გადასაწყვეტია. მე რამდენადაც ვიცი, მას ნამდვილად არ აინტერესებს სახელმწიფო თანამდებობები.
_ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ,,ქართული ოცნება“ ვის მოიაზრებს ამ თანამდებობაზე ?
_თუ ბიძინა არა, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს კარგად ვიცნობ, დაახლოებით, 12 წელია. ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება გადასარევი პრეზიდენტი საქართველოსთვის, თუმცა გუნდის გადასაწყვეტია ვის დაასახელებენ. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა გვარებიც გამოჩდნენ, ღირსეულია ადამიანები არ გვაკლია ქართველებს.
_ბატონო კარლო, სხვა ადამიანები გამოჩნდებიან პოლიტიკური თუ სამეცნიერო წრეებიდან? იგივე, კახა კალაძის კანდიდატურას როგორ აფასებთ?
_ნამდვილად არ ვიცი. პირადად ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ორივე ხელით ვემხრობი და მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს საქართველოს პრეზიდენტი . თუ ბიძინა არ იქნება მხარს დავუჭერ სალომეს კანდიდატურასაც . კი, ბატონო, ბიძინაზეც არის საუბარი, სალომეზეც არის საუბარი. ალბათ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. სურვილი მაქვს მარგველაშვილს დავასწროთ კანდიდატურის დასახელება, მერე წყნარად რომ დაეძინოს. კახი კალაძეზე პირველად მესმის, პირველად გავიგე. კახი სულ ახალი არჩეულია, ის ქალაქის მერია, თუმცა მშვენიერი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.