კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის 12 მღვდელს, აუცრელობის გამო, სამი თვით მღვდელმსახურება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას orthodoxtimes ავრცელებს.
მთავარეპისკოპოს ქრისტომოს II-ის თქმით, ფაქტი, რომ რამდენიმე მღვდელი მის მითითებას არ დაემორჩილა გაუგონარია. მანვე აღნიშნა, რომ სამთვიანი შეზღუდვა შესაძლოა 6 თვით გახანგრძლივდეს ან მათ საერთოდ ჩამოერთვათ მღვდელმსახურების უფლება.
როგორც orthodoxtimes წერს, მთავარეპისკოპოსმა ქრისტომოს II-მ განაცხადა, მათი უმეტესობა ღვთისმეტყველია და მორწმუნეებს შეცდომაში შეჰყავთ, რომ არ გაიკეთონ ვაქცინაცია. მეუფემ, ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ზოგიერთი მღვდელმსახურის დამოკიდებულების მიღმა სხვა მოტივებიც დგას და, როგორც მან თქვა, მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო
როგორც კვიპროსის სახელმწიფო არხი იტყობინება, 123 მღვდლიდან 27 არავაქცინირებულია. აქედან 15 სასულიერო პირი აცრისგან გათავისუფლდა სამედიცინო მიზეზების გამო.
[sexy_author_bio]