ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალები ყველაზე ცუდად თავს ოთხშაბათს დღეს გრძობენ და სწორედ კვირის ამ დღეს გამოიყურებიან ყველაზე ცუდად. მეცნიერების დასკვნით, სწორედ ამ დღეს იჩენს თავს სტრესი. პიკის საათი კი, მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ოთხშაბათი დღის 15:30 საათია.
ამასთან, გამოკითხული ქალების 12% თავადაც აღიარებს, რომ ოთხშაბათი მათთვის ყველაზე სტრესული დღეა. უკვე ხუთშაბათს კი, ცდილობენ დაალაგონ თავისი პირადი ცხოვრება. კვლევის თანახმად, სწორედ ხუთშაბათს კავდებიან ქალები ყველაზე ხშირად სექსით.
წარმატებული საღამოს შემთხვევაში, ქალბატონები პარასკევს ყველაზე ბედნიერ დღედ ასახელებენ. მეცნიერების დაკვირვებითვე, ქალების მეოთხედი სტრესს კვირაში რამდენჯერმე განიცდის. ამასთან, მანდილოსნები ირწმუნებიან, რომ ოთხშაბათობით თავს გრძნობენ უფრო დაბერებულებად და გადაღლილებად. ქალების უმრავლესობა თავის პრობლემებს ტკბილეულის ჭამით გაურბის.
ამასთან, მეცნიერების ნაწილი სტრესის მიზეზს შაბათ-კვირას ალკოჰოლის მოხმარებაში ეძებს. ვინაიდან ქალების 45% სასმელს, სწორედ, დასვენების დღეებში ეტანება.
ავტორი