მეცნიერებმა კვლევებით გამოთვალეს, რომ თითოეული ღერი თმა “ცოცხლობს” 2-დან 5 წლამდე, ამის შემდეგ იწყებს ცვენას, მის ადგილას კი ფოლიკულიდან ამოდის ახალი.ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დღეში 60-დან 100-მდე ღერ თმას ვკარგავთ, რაც ნორმალურია, მაგრამ, როდესაც ეს ციფრი იზრდება, სპეციალისტები გვირჩევენ, დაუყოვნებლივ მივიღოთ ზომები.
პირველ რიგში მოაწესრიგეთ კვება. არაბალანსირებული საკვები ორგანიზმში იწვევს ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობას, თმას სჭირდება ბიოტინი, B ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავები, ლეციტინი, სელენი და თუთია. ამიტომ რაციონში უნდა გავითვალისწინოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმს
ყველა სასარგებლო ნივთიერებით (კვერცხი, წითელი ხორცი, რძის პროდუქტები, მწვანილი, ხორბლის პური, პარკოსანნი და ომეგა-3-ით მდიდარი თევზი), მიიღეთ თმისთვის განკუთვნილი სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი.
არ ინერვიულოთ! თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს გადატანილი ნერვული სტრესი, ამასთან, მაშინვე კი არ დაიწყოს თმამ ცვენა, არამედ რამდენიმე თვის შემდეგ. გირჩევთ, მშვიდად შეხვდეთ ყოველგვარ სანერვიულოს, სამსახურის პრობლემებს, თავი აარიდეთ კონფლიქტებსა და სტრესულ სიტუაციებს.
თმის ფოლიკულების სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს და აძლიერებს ზიგზაგური მოძრაობით საფეთქლებიდან – კეფისკენ და შემდეგ საფეთქლებიდან შუბლისკენ და კეფისკენ მსუბუქი მასაჟი თითებით.
თმამ ცვენა შეიძლება დაიწყოს არასწორი მოვლის შედეგად. მასზე უარყოფითად მოქმედებს ქიმიური დახვევა, ხშირად ღებვა და ფენი.
გახსოვდეთ, სავარცხელი ისევე ხშირად უნდა გამოცვალოთ, როგორც კბილის ჯაგრისი. სველი თმა დაივარცხნეთ მეჩხერკბილიანი სავარცხლით, და რაც მთავარია, სწორად შეარჩიეთ თმის მოვლის საშუალებები (შამპუნი, ლოსიონი, ბალზამი, თმის ნიღბები და ა.შ.), რომლებიც აფერხებენ თმის ცვენას, როდესაც პირველად გამოიყენებთ რომელიმე საშუალებას, დააკვირდით, თუ თმის ცვენა გაგრძელდა, გაჩნდა ქერტლი და თავის კანი გექავებათ, ის უნდა შეცვალოთ.