ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს 19 წლამდელ ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ შვიდი წევრი გამოვლინდა.
ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვის პატივი ჩოხატაურელ თათია გაბუნიას და მარი კალანდაძეს ერგოთ, ლანჩხუთელთაგან კი _ ანა ჯოჯუას, ნინო გუჯაბიძეს, ნინო ჩხარტიშვილს, მარი გოგეშვილს და ქრისტი ხუხუნაიშვილს.