გასულ უქმეებზე, თბილისში, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრების შესარჩევი ტური გაიმართა, სადაც ლანჩხუთის სპორტული ცენტრის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
როგორც გაირკვა, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა გიორგი ზენაიშვილმა თავის წონაში ლიდერობა შეინარჩუნა და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი საგზურიც გაინაღდა. ასევე, წარმატებული გამოდგა კიდევ ერთი ლანჩხუთელის, გუგა ივანაშვილის ასპარეზობა, რომელიც +18 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში პირველ სამეულში მოხვდა.