ლანჩხუთელი ფალავანი ლუკა ლომაძე საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
62 კგ. წონით კატეგორიაში, 15 წლამდე ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, ლუკამ პირველობა არავის დაუთმო და საქართველოს სახელს დაიცავს ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს მაისის თვეში.