ლანჩხუთელმა ქალმა ფეხბურთელებმა სტუმრად თბილისის „კვარტალი“ 5:1 დაამარცხეს.
საგულისხმოა, რომ ორივე გუნდი ამ დრომდე გათამაშებას ლიდერობდა. მეტიც, თბილისელები უკეთესი ბურთების წყალობით ჯობდნენ კიდეც გურულ ფეხბურთელებს.
ამის მიუხედავად, გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა იოლად მოიგეს.
ანგარიში ირინა ხაბურზანიამ მე-7 წუთზე გახსნა,ტაიმის ბოლოს კი ორ წუთში, ჯერ ხატია ჭყონიამ გაიტანა, მერე _ თეონა ბაქრაძემ. მეორე ტაიმშიც ორ წუთში ასეთივე მიმდევრობით (65,67 წთ.) გაიტანეს და დუბლები გაიფორმეს ჭყონია-ბაქრაძემ.
მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს (3:0-ზე) და საბოლოოდ, შეხვედრა ჩვენებურთა სასიკეთოდ „ლანჩხუთმა“ 5:1 დასრულდა.