ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა, პედაგოგ ირმა მენაღარიშვილის ხელმძღვანელობით დედაქალაქში გამართულ სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა.
ლანჩხუთელი ნორჩი თეატრალები ფესტივალზე ო ჰენრის „უკანასკნელი ფოთოლით“ წარსდგა და მაყურებლისა და ჟიურის წევრთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ნომინაციაში გოგონას საუკეთესო როლის შესრულებისთვის ლანჩხუთელმა პატარა მსახიობმა, ანა განევმა გაიმარჯვა.
საუკეთესო რეჟისორი-მასწავლებლის ნომინაციაში კი დასის ხელმძღვანელმა ირმა მენაღარიშვილმა.