საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალურ ტექნიკას და კონტეინერებს გადასცემს.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სპეციალურ ტექნიკა და კონტეინერები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპიროს, მასში ჩამავალი მდინარეებისა და მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შეიძინა.
მუნიციპალიტეტებს, სულ, გადაეცემათ 8 ნაგავმზიდი, 4 სატვირთო თვითმცლელი მანქანა და 700 კონტეინერი (4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 500 კონტეინერი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს; 4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 300 კონტეინერი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტს).