საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიას” მენეჯმენტს თანამდებობები დაატოვებინეს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამ მენეჯმენტმა მიიყვანა “გურია” ასეთ შედეგამდე:
_ როცა მერი გავხდი, ჩვენს გუნდს სამი თამაში ჰქონდა დარჩენილი და ჩარევას აზრი არაღ ჰქონდა. ამიტომ, გვქონდა შეთანხმება, რომ მენეჯმენტი, რომელმაც „გურია“ ასეთ შედეგებამდე მიიყვანა, სეზონის დასრულების შემდეგ წავიდოდა და ასეც მოხდა. ლანჩხუთის „გურიას“ ხელმძღვანელობამ და მთელმა მენეჯმენტმა თანამდებობები იმის გამო დატოვეს, რომ მათი არასწორი პოლიტიკის გამო, კლუბმა კრახი განიცადა, _ გვითხრა სარიშვილმა.
მისივე თქმით, მენეჯმენტის დათხოვნა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მსაჯის საქმესთან კავშირში არაა.
ჯერჯერობით უცნობია ვის ჩააბარებენ ლანჩხუთელთა საყვარელ გუნდს, რომელიც მომავალი სეზონიდან ლიგა 3-ში იასპარეზებს.
ამავე თემაზე: გაუთქმელობის ხელწერილი, უცხო პირები ბაზაზე და გარდაცვლილი მსაჯის საქმის ექსკლუზიური დეტალები