გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსის პოსტი თავისუფალია.
ჩვენი ინფორმაციით, ნუკრი ცარციძემ თანამდებობა უკვე დატოვა.
როგორც გავარკვიეთ, იგი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.
ამ დროისთვის უცნობია ვინ შეცვლის ცარციძეს ლანჩხუთის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე.