უამინდობამ პრობლემები შექმნა გურიაში.
ჩამოწოლილმა მეწყერმა ლანჩხუთის სოფელ ბაღლეთში მისასვლელი გზა ჩახერგა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის აღდგენილია სოფელთან დამაკავშირებელი გზა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.