ლანჩხუთში, ქალაქის ტერიტორიაზე შინაურ პირუტყვზე მგლის თავდასხმის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივთა ინფორმაციით, შემთხვევა ცენტრალური ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საყანე ფართობებში ჩასასვლელი ჭიშკრიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მოხდა. დილით, როცა ადგილობრივებმა საძოვარზე პირუტყვი გადენეს, სწორედ მაშინ ნახეს მგლის მიერ დაგლეჯილი დეკეული.
საგულისხმოა, რომ პირუტყვზე მგლის თავდასხმის შემთხვევა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინაც მოხდა, მაშინ ე.წ. მეურნეობის ბინების ტერიტორიის სიახლოვეს მგელმა ხმოები დაგლიჯა. შემთხვევის ადგილები კი ერთმანეთისგან სულ სამასიოდე მეტრითაა დაშორებული.
მოსახლეობა მორიგ საფრთხეებზე საუბრობს და მონადირეთა ჯგუფის გამოყოფას ითხოვს.






























































