ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ღამის საათებში ლანჩხუთში, კოსტავას ქუჩაზე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს, ამჟამად ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა იმ დროს დაჭრეს, როცა ის შეყვარებულს ელაპარაკებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთა ვინაობა დადგენილია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.