ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევა ერთ ოჯახში დადასტურდა, მეორე ოჯახში 4, ეს უკვეა ინფიცირების 9 შემთხვევა, დანარჩენებიც კონტაქტებია. ასე ვთქვათ ჯგუფური შემთხვევებია“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში დადასტურებულია კორონავირუსის 1595 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1499 ადამიანი, გარდაცვლილია 16. აქტიურია ინფიცირების 80 შემთხვევა.