ლანჩხუთში მოქმედი მუზეუმები, რომლებიც პანდემიის გამო დახურული იყო, დღეიდან გაიხსნა.
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმის შესასვლელებთან განთავსებულია დეზობარიერი და გაკრულია საინფორმაციო შინაარსის ბანერები, დამთვალიერებლებს კი ჩაუტარდებათ თერმოსკრინიგი.
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების განმარტებით, მუზეუმში შესვლისას აუცილებელია პირბადის ტარება და ხელის დამუშავება სპეციალური ხსნარით, რომელიც ადგილზე დახვდება სტუმარს. დარბაზში გადაადგილება კი მოხდება დისტანციის დაცვით, სადაც განთავსებულია სპეციალური ნიშნულები. პირბადის გარეშე დაიშვებიან 6-წლამდე ბავშვები და ის პირები, რომლებიც პირბადით სუნთქვის პრობლემასთან დაკავშირებით წარმოადგენენ ექიმის ცნობას.
გარდა მუზეუმებისა, COVID-19-ის საწინააღმდეგო სადეზინფექციო საშუალებებითა და სპეციალური ნიშნულებით აღიჭურვა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების შენობაც.