ლას ვეგასში ღია ცის ქვეშ გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე 20 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა სასტუმრო Mandalay Bay-ის 32-ე სართულიდან კონცერტის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ადგილობრივი მაცხოვრებელია.
მათივე თქმით, პოლიციის ოფიცრებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაიხსნეს და ის შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიციას მიაჩნია, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
როგორც ცნობილია, მომხდარის გამო ლას ვეგასის ბულვარი ნაწილობრივ დაიხურა.
გარდა ამისა, მაკკარანის აეროპორტიდან ავია რეისების შესრულება გაუქმდა.