„ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი 15 მარტს ანაზღაურებად, ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, ხოლო აშშ-ის ორი საინფორმაციო სამსახურის დაფინანსება, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების შესახებ მაუწყებლობდნენ, შეწყდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„ამერიკის ხმის“ დირექტორი ამბობს, რომ დაახლოებით 1300 ჟურნალისტი, პროდიუსერი და თანაშემწე ანაზღაურებად შვებულებაშია გაშვებული, რამაც მოახდინა მედიის პარალიზება, რომელიც 50 ენაზე მაუწყებლობდა:
„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ პირველად 83 წლის განმავლობაში, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ იძულებულია, დადუმდეს“, – ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ დირექტორმა, მიხაილ აბრამოვიცმა სოციალურ ქსელ LinkedIn-ში დაწერა, რომლის თქმითაც, „ამერიკის ხმა“ თამაშობდა განსაკუთრებულ როლს „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში მსოფლიოს მასშტაბით“.
ერთი დღით ადრე, 15 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც „ამერიკის ხმას“ ისე რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
ვრცლად: რადიო თავისუფლება