როგორც უკვე ვწერდით, სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში.
“გურია ნიუსის” წყაროს თქმით, მოკლული სპორტსმენი 21 წლის გიორგი ახალაიაა.
“მოკლეს ჩვენი წარმატებული სპორტსმენი გიორგი. დაცვად მუშაობდა . ვინ მოერია ასეთ ჯან-ღონით სავსეს… საკუთარ დაბადების დღეს გამოასალმეს სიცოცხლეს. სხვა დეტალები არ ვიცით”,- გვეუბნება წყარო.
გარდაცვლილი ხობის მუნიციპალიტეტიდანაა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდას, სავარაუდოდ, ყელი გამოჭრეს.
“გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს ამ დრომდე ელოდება.