თბილისის ცენტრში, საპროტესტო აქციის კიდევ ერთი კერა გაჩნდა. ისინი არა არსებულ ნარკოპოლიტიკას და ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ, არამედ “გარყვნილების პროპაგანდას ებრძვიან”.
აქცია “ფაბრიკასთან” იმართება, სადაც რამდენიმე მოქალაქეა შეკრებილი. როგორც ისინი ამბობენ, “ფაბრიკაში გარყვნილი ადამიანები იკრიბებიან”. ისინი სწორედ ამ “გარყვნილების შეწყვეტას” მოითხოვენ. მათი თქმით, აქციის ორგანიზატორები თავად არიან.
imedinews-ის შეკითხვაზე _ არის თუ არა ეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, თეთრი ხმაურის მოძრაობის შეკრების კონტრაქცია, არ პასუხობენ, რადგან ამბობენ, რომ ეს მდუმარე აქციაა.
აქციის მონაწილეებს ხელში აქვთ ბანერები, წარწერებით: “შეწყდეს გარყვნილების პროპაგანდა”, “ლესბოსელები და მამათმავლები ჯოჯოხეთში მარადიულად დაინტანჯებინ”.
პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს.